ევროკომისია – სლოვენიის პრემიერს, რომელმაც ტრამპს უკვე მიულოცა: აშშ-ში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, დაელოდეთ ოფიციალურ მონაცემებს

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი, ერიკ მამერი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, დაელოდონ აშშ-ის არჩვენების საბოლოო შედეგების გამოცხადებას.

აღნიშნულით მამერი სლოვენიის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტრამპს გამარჯვება უკვე მიაკუთვნა და გაპრეზიდენტება მიულოცა.

“მოვუწოდებთ ყველას, ყურადღებით დააკვირდნენ აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. როგორც ყველა, ჩვენც ველოდებით შედეგების გამოცხადებას იმ ორგანოების მიერ, რომლებიც შედეგების გამოცხადებასა და ხმების დათვლაზე არიან პასუხისმგებელი. იქამდე ნებისმიერი კომენტარები – თითოეულის პასუხისმგებლობაა,ჩვენ აშშ-დან მომდინარე ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით და ვფიქრობთ, დანარჩენებმაც ასე უნდა მოიქცნენ”,- თქვა მან.

სლოვენიის პრემიერმინისტრმა, იანეზ იანშამ სოციალურ ქსელში, რომ“ცხადია, რომ ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი აირჩია კიდევ ოთხი წლის ვადით. რაც უფრო მეტად იქნება დროის გაწელვა და ფაქტების უარყოფა ცენტრალური მედიის მხრიდან, მით უფრო დიდი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის საბოლოო ტრიუმფი. ასევე, ვულოცავთ რესპუბლიკურ პარტიას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამარჯვებას”.

3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ამ დრომდე უცნობია. ამ წუთის მდგომარეობით, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან 238 ხმა მიიღო, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა – დონალდ ტრამპმა, 213.

კანდიდატს გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები