კიევის ოლქში სამართალდამცველებმა 31 ოქტომბერს ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, 46 წლის რევაზ ქათამაძე, იგივე “მაგალო” დააკავეს, რომელიც ადრე ბიზნესმენის ოჯახზე თავდასხმისთვის იყო გასამართლებული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძების დეპარტამენტი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 2020 წლის ივლისში “მაგალოს” სასამართლომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრა.
“გამომდინარე იქედან, რომ მას არ ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი, ის ყველა ზომას მიმართავდა კონსპირაციისთვის”, – აღნიშნავენ უწყებაში.
ქათამაძე ამჟამად ვოლინის ოლქში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი მოთავსების პუნქტში იმყოფება. ამჟამად, ქვეყნიდან მისი გაძევების საკითხი განიხილება.