ზაალ ანჯაფარიძე – ოპოზიციას: თავმოყვარეობა და ღირსება შეგრჩათ?! ან საკუთარ ამომრჩეველს ამის მერე რას ეუბნებით

„თავმოყვარეობა და ღირსება შეგრჩათ?! ან საკუთარ ამომრჩეველს ამის მერე რას ეუბნებით?”, – ამ სიტყვებით მიმართავს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციციურ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც „მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემის მსვლელობისას დადებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„რა უნდა უთხრა, იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, „გლავნი კანალის” სტუდიაში რომ შეიკრიბნენ, ნიკა გვარამია რომ ცხვრებივით მწყემსავდა და ისინიც მორჩილად უსრულებდნენ ბრძანებას, რიგრიგობით მიდიოდნენ დაფასთან და ხელს აწერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გვარამიას ასე სურდა, რომ მერე „კარტინკა” ეჩვენებინა. თავმოყვარეობა და ღირსება შეგრჩათ?! ან საკუთარ ამომრჩეველს ამის მერე რას ეუბნებით?”, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები