აშშ-ის ორ შტატში მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის ორ შტატში – ნიუ ჯერსსა და არიზონაში სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნიუ ჯერსი მეთორმეტე შტატი გახდება, სადაც სამედიცინო მოხმარების მარიხუანა იქნება ლეგალიზებული. გადაწყვეტილებას მხარი მოსახლეობის 67-მა პროცენტმა დაუჭირა.

კიდევ ორ შტატში – მონტანასა და სამხრეთ დაკოტაში სამედიცინო მოხმარების მარიხუანას ლეგალიზების საკითხი დღეს გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები