ვენაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ტერაქტი ავსტრიაში ტერორიზმისთვის გასამართლებულმა და ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პირმა განახორციელა

ვენაში გვიან ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, – იტყობინება გამოცემა Heute.

ამასთან, Kronen Zeitung-ი წერს, რომ ტერაქტი 20 წლის ფეიზულაი ქუითიმმა განახორციელა, რომელიც ადრე ავსტრიაში ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის იყო გასამართლებული და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

გამოცემა ქვეყნის შსს-ს მონაცემზე დაყრდნობით წერს, რომ ფეიზულა ქუითის 2019 წლის 25 აპრილს თავისუფლების 22 თვით აღკვეთა მიუსაჯეს იმისთვის, რომ ის გეგმავდა სირიაში ჩასვლასა და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ბრძოლას.

თუმცა, 2019 წლის 5 დეკემბერს ის პირობით გაათავისუფლეს, რადგან ის არასრულწლოვნად ითვლებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მან “დაეშის” ახალ ლიდერ აბუ იბრაგიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიშის ერთგულების ფიცი დაუდო. მან ასევე ფოტოსურათი გაავრცელა კალაშნიკოვის ავტომატითა და პისტოლეტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები