ანდრია გვიდიანი: ამომრჩევლებმა დაიქირავეს ეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ პარლამენტში იმუშაონ და ამ საქმეში საკუთარი გადასახადებიდან ხელფასს უხდიან

„საზოგადოების ნაწილმა მათ მხარი დაუჭირა და საპარლამენტო მანდატი ანდო. შესაბამისად, ამომრჩევლებმა დაიქირავეს ეს პოლიტიკოსები იმისათვის, რომ პარლამენტში იმუშაონ, ამ საქმეში ამომრჩეველი საკუთარი გადასახადებიდან ხელფასს უხდის დაქირავებულ დეპუტატებს”, – ამის ეკონომიკური ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარს აცხადებს.

„არ აპირებენ მუშაობას და არაფრის კეთებაში აპირებენ ხელფასების აღებას. თუმცა, ფაქტობრივად, ეს ხალხი უარს აცხადებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, არ აპირებენ მუშაობას და არაფრის კეთებაში აპირებენ ხელფასების აღებას. ამ ნაწილში ნათელაშვილის გზას დაადგნენ. მარტივი ამბავია, უბრალოდ, მუშაობა ეზარებათ, არ აქვთ ჯანსაღი ოპონირების უნარი. ამიტომ ურჩევნიათ, ქუჩის ოპოზიციად დაფიქსირდნენ და რეალურ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ”, – წერს ანდრია გვიდიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები