ეკატერინე ტიკარაძე: გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებდა
“კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა და არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებდა.
„გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პაციენტთან არ ჰქონდა დარეკილი ოჯახის ექიმს, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის ექიმს ჰქონდა დარეკილი, მაგრამ პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის ეს სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მაქვს მონაცემები, რომ 119 საქმის დაბრუნება მოხდა ოჯახის ექიმთან, რაც რა თქმა უნდა, არ არის დიდი რიცხვი, როდესაც ვიცით, რომ 8900 ადამიანი გადის ახლა მკურნალობას ბინაზე. ეს მონიტორინგი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ამ სერვისის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის გახდება მეტად უფრო სანდო და ეფექტური“, – განაცხადა ტიკარაძემ.