ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუკი ოპოზიციური პარტიები დარჩებიან თავიანთ პოზიციაზე და არ შევლენ პარლამენტში, მაშინ რა საჭიროა მათი ბიუჯეტიდან დაფინანსება

„პარლამენტმა უნდა მიიღოს ჩასწორებები კანონში, რომელიც მოუხსნის დაფინასებას იმ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში მუშაობაზე”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარტიების დაფინასება ხდება იმიტომ, რომ მათ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში მიიტანონ.

“თუკი ოპოზიციური პარტიები დარჩებიან თავიანთ პოზიციაზე და არ შევლენ პარლამენტში, მაშინ რა საჭიროა მათი ბიუჯეტიდან დაფინანსება? პარტიების დაფინასება ხდება იმიტომ, რომ მათ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში მიიტანონ. ამიტომ ხდება მიღებული ხმების მიხედვით მათი დაფინასება და იმ პარტიების ბიულეტენიდან ფინანსური დახმარება, ვინც ბარიერი გადალახეს. ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ჩასწორებები კანონში, რომელიც მოუხსნის დაფინასებას იმ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში მუშაობაზე”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები