მაია ცქიტიშვილი: გიორგი გახარიას შეხება არ ჰქონდა არც ბატონ ბიძინასთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან
“გიორგი გახარია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს და სახლიდან აგრძელებს მუშაობას”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია.
“ბატონი გიორგი კარგად გრძნობს თავს, დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. გიორგი გახარიამ შაბათს გარკვეული დრო გაატარა თავისი პირადი დაცვის წევრთან, რომელსაც შაბათსვე სისტემური ტესტირების შედეგად დაუდგინდა კორონავირუსი, ამის გათვალისწინებით, შაბათსვე გიორგი გადავიდა თვითიზოლაციაში. უკვე გუშინ, რადგანაც გაუჩნდა სიმპტომები, გაუკეთდა ტესტირება და ტესტირების დროს დადგინდა ვირუსი. ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი ასევე არის დაცვის წევრი. ნათია თურნავას შემთხვევაში ჯერ ვირუსი დადასტურებული არ არის, მაგრამ მას აქვს ვარაუდი, ჰქონდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთან ან ნათია მეზვრიშვილთან ან დაცვის წევრებთან. მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი არის მისი ოჯახის წევრი. გიორგი გახარიას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.