ადვოკატი: ნიკა მელია ჩამოყალიბდა ოპოზიციის ლიდერად და დღეს პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ აღკვეთის ღონისძიების პირობები დაირღვა
“უალტერნატივოდ უნდა მოითხოვონ პატიმრობა, რადგან სხვა რამეს აღკვეთის ღონისძიება არ ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცდა.
მისი თქმით, სამაჯური იყო ფიქცია, ხოლო ნიკა მელია დღეს ოპოზიციის ლიდერია და პროკურატურამ მისი პროცესებიდან ჩამოშორება გადაწყვიტა.
„მთელი წლის განმავლობაში ეს იყო ფიქცია, სამაჯური იყო უბრალოდ ბიჟუტერია, როგორც ნიკა მელია უწოდებდა მას. არავითარი კონტროლი არ ყოფილა, მხოლოდ საბაბად შეუძლიათ ამ ფაქტის გამოყენება და ვინაიდან დაინახეს ნიკას მზარდი რეიტინგი, რომ იგი ჩამოყალიბდა ოპოზიციის ლიდერად, გადაწყვიტეს, რომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების პირობები და შედიან სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით.
თუკი პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტით მოხდა დარღვევა, მათ უალტერნატივოდ უნდა მოითხოვონ პატიმრობა, რადგან სხვა რამეს აღკვეთის ღონისძიება არ ითვალისწინებს, გირაოს დამძიმება პატიმრობას ნიშნავს“, – განახდა ნიკა მელიას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი დღეს 5 საათზეა ჩანიშნული.