საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებსა და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
ცნობისთვის, ვენაში გვიან ღამით თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაზარდა. გვიან ღამით ვენაში 6 ლოკაციაზე თავდასხმების სერია განხორციელდა. ქვეყნის შს მინისტრმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა და აღნიშნა, რომ 6 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ლიკვიდირება მოხერხდა – ის “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარი იყო. დანარჩენების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.