ტრამპმა ვენაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენაში გვიან ღამით მომხდარი ტერაქტი დაგმო. მისი თმით, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა უნდა შეწყდეს, ვაშინგტონი მხარს უჭერს ავსტრიას, საფრანგეთსა და მთელს ევროპას ტერორისტებთან ბრძოლაში.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვლოცულობთ ვენის მოსახლეობაზე, სადაც ევროპაში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. აშშ მხარს უჭერს ავსტრიას, საფრანგეთსა და მთლიანად ევროპას ტერორისტებთან ბრძოლაში, რადიკალი ისლამისტი ტერორისტების ჩათვლით”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

გვიან ღამით ვენაში 6 ლოკაციაზე თავდასხმების სერია განხორციელდა, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15  კი დაიჭრა.

ქვეყნის შს მინისტრმა მომხდარს ,,ტერაქტი,, უწოდა და აღნიშნა, რომ 6 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ლიკვიდირება მოხერხდა და ის “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარი იყო. დანარჩენების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები