ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავებულია 15 ადამიანი
გუშინ, გვიან ღამით ვენაში ტერორისტული აქტი ქალაქის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან მოხდა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 15 ადამიანი, დაღუპული კი ოთხია, მათ შორის, ერთი ქალი.
ოფიციალური ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. როგორც იტყობინებიან, ის შეიარაღებული იყო საბრძოლო აღჭურვილობითა და ფეთქებადი ჟილეტით, თუმცა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჟილეტი არ იყო ნამდვილი.
ავსტრიის პრემირმინისტრმა მომხდარი ,,ტერაქტად,, შეაფასა.