ვასილ მაღლაფერიძე: ვინმეს თუ შეუძლია, ყვირილის გარეშე, დალაგებულად ახსნას, ხმების დაკლების რა მექანიზმი არსებობს, გარდა ბიულეტენების დახევის ან გაქრობისა?!
“ვინმეს თუ შეუძლია, ყვირილის გარეშე, დალაგებულად ახსნას, ხმების დაკლების რა მექანიზმი არსებობს, გარდა ბიულეტენების დახევისა ან გაქრობისა?!”, – ამის შესახებ ფილოლოგი, ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე” წერს.
მისი აზრით, მსგავსი რამ შეუძლებელია.
“ვინმეს თუ შეუძლია, ყვირილის გარეშე, დალაგებულად ახსნას, ხმების დაკლების რა მექანიზმი არსებობს, გარდა ბიულეტენების დახევისა ან გაქრობისა?! და რამდენად რეალურია ამის გაკეთება, მით უმეტეს, როცა უამრავი ადამიანი ესწრება დათვლას და ხელს აწერს ოქმს?! ფაქტობრივად, შეუძლებელი მგონია”, – წერს მაღლაფერიძე.