ვიოლა ფონ კრამონი: არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა სამწუხაროა

“არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ის საქართველოს არჩევნებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოს არჩევნებს. არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში თავისუფალი, თუმცა სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებთან არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ მშვიდად და მშვიდობიანები. ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით დგას“, – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები