ზაალ უდუმაშვილი: ახლა ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ ის ხმები, რომელიც ოპოზიციამ მიიღო
“ახლა ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ ის ხმები, რომელიც ოპოზიციამ მიიღო”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ უკვე მეტი გზა არ გვაქვს დარჩენილი. გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოგვცა მანდატი, უმეტესი ნაწილი მივიდა და ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ღამე ეს მანდატები მოიპარა და წაიღო. ახლა ჩვენი ვალდებულება არის, რომ დავიცვათ ის ხმები, რომელიც ოპოზიციამ მიიღო”,- აღნიშნა უდუმაშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტთან შეკრებილია ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.