ზურაბ ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არცერთი პარტიის მიერ არ არის მიღებული
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “გირჩი” ერთგული დარჩება იმ გადაწყვეტილების, რასაც საერთო ოპოზიციური სპექტრი მიიღებს.
როგორც “გირჩის” ლიდერმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არცერთი პარტიის მიერ არ არის მიღებული.
“შესვლა-არშესვლის საკითხი დასმული იყო, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, არც ერთი პარტიის მიერ, არც “გირჩის” და არც სხვა პარტიის. “გირჩი” დარჩება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რაც იქნება იმისი ერთგული, თუ ეგეთი გადაწყვეტილება იქნება “გირჩი” იქნება მაგ გადაწყვეტილების ერთგული, თუმცა ეგ საკითხი გადაწყვეტილი არაა, უბრალოდ განხილული იყო. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს პარტიის შიგნითაც და პარტიებიც. ვნახულობთ და ვეცნობით იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ სადამკვირვებლო მისიები საერთაშორისო თუ ადგილობრივები და ამის ფონზე მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.