კახა კალაძე: ნიკა მელია ჩვეულებრივი კრიმინალია, ირგვლივ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჰყავდა შემოკრებილი

“ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე კახა კალაძის მეგობარი დავით კვიჟინაძე იარაღით მივიდა.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები. დაგისახელეთ სახელი, გვარი, მეტსახელად „ჭყიპინა“. არაერთი ვიდეო იქნა გავრცელებული, როგორ აშინებდა ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველს და პროვოკაცია, რომელიც მოხდა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კრიმინალებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები