ლადო სადღობელაშვილი: მამუკა ხაზარაძეს TBC ბანკის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა 

დღეს ა/ო “CDPD”-ის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოში შევიდა სარჩელი, მამუკა ხაზარაძეს TBC ბანკის წინააღმდეგ. საქმე შემდეგშია, რამოდენიმე წლის წინ მოქალაქემ აიღო იპოთეკური სესხი, რომელის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ნათესავის საცხოვრებელი სახლი. მსესხებელი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ხოლო კრედიტის დაფარვა დაეკისრა იმ ნათესავს, რომლის ქონებაც იყო ჩადებული. სახლის მესაკუთრე სესხს ვერ იხდის, თი ბი სი ბანკმა კი ქონება აუქციონზე გაიტანა, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საყურადღებოა შემდეგი გარემოება: იპოთეკური სესხის აღების პარალელურად აწ გარდაცვლილი ავტომატურად ჩაერთო ეწ სიცოცხლის დაზღვევაში, რაც ერთგვარი გარანტიაა, იმ შემთხვევაში თუ პიროვნება გარდაიცვლება სესხს იხდის სადაზღვეო, თუმცა შესაბამისი მომსახურება სადაზღვეოს არ გაუწევია…

სადაზღვეოც და ბანკიც ეკუთვნის ხაზარაძეს, რა თქმა უნდა ხაზარაძეს ინტერესში ის კი არ არის რომ “ფული” ერთი ჯიბიდან (სადაზღვეოდან) გადაიტანოს მეორეში, (ბანკში) არამედ მისი ინტერესია ხალხის გაღლეტვის და გაუბედურების ხარჯზე მიიღოს ახალი სარგებელი-დივიდენტი!

სწორედ ეს გარემოებაა რის გამოც მე და ჩვენი ორგანიზაცია ვუპირისპირდებით მევახშეების მოხვედრას პარლამენტში და სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ თქვენც ძვირფასო ამომრჩეველო, არ მისცეთ ხმა იმ ადამიანს და იმ პარტიას, რომელიც ასე ურცხვად და უსამართლოდ აგერ უკვე რამოდენიმე ათწლეულია დაკავებულია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი შუა ფენის გაღლეტვა-გაღატაკებით”, – წერს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები