საქართველოს ეკონომიკა 0.7 %-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 0.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.0 პროცენტია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ასევე, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობისა და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები