ირაკლი ჩიქოვანი: მინდა, მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს, ვინც გუშინდელ ავარიას ემსხვერპლა
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ირაკლი ჩიქოვანი გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
,,მინდა, მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს, ვინც ემსხვერპლა გუშინდელ ავტოსაგზაო შემთხვევას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს”, – წერს ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.
წუხელ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა და 11 მძიმედ დაშავდა.