ნიკა მელია: გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები

“არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ მხარდამჭერებზე საუბრისას განაცხადა.

“დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ – თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი – მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს – ადამიანები, ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ….

ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები…”, – აღნიშნა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები