“საქართველოს გავლენის გამო, სოხუმის აეროპორტის გახსნა ვერ მოხერხდება” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრი
“სოხუმის აეროპორტის გახსნა აუცილებელია, თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთულია”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ.
“ბევრჯერ მოგვისმენია სხვადასხვა ინფორმაცია, რომ, აი, სულ მალე გაიხსნება აეროპორტი. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაცია ჩიკაგოში იმყოფება. მათთან ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტი საქართველოზეა აღრიცხული. უახლოეს პერსპექტივაში ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, წინსვლას არ ველოდებით”, – განმარტა ე.წ. მინსტრმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ამჟამინდელ ვითარებაში აეროპორტის მუშაობისთვის აუცილებელია ავიაკომპანიის მუშაობაც.
“საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ავიაკომპანია უნდა იყოს დაფიქსირებული ან რუსეთში ან აფხაზეთში და ფრენები მხოლოდ რუსეთსა და აფხაზეთში განახორციელოს. რენტაბელურია თუ არა ასეთი პროექტი, თვითონ განსაჯეთ. ჩრდილოეთ კვიპროსის გზით შეგვიძლია, ვიაროთ, როდესაც იქედან ფრენები მხოლოდ თურქეთის მიმართულებით ხორციელდება და შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ეს პოლიტიკური გზაა. აფხაზეთში მომუშავე ავიაკომპანიები არა მხოლოდ იქნებიან დაშვებული საერთაშორისო რეისებისთვის, არამედ სარემონტო სამუშაოებს ვერ განახორციელებენ. თვითმფრინავს დააპატიმრებენ, რადგან, მათი აზრით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფრინავს”, – განაცხადა ხიშბამ.