გური სულთანიშვილი: „დეფორმირებული სინდისი” და ფსიქიკური „აჭრილობის” განსაკუთრებული ფორმა – სააკაშვილი, გვარამია, გაბუნია – ,,სიგიჟის იერარქიული ჯაჭვი” „მთავარი არხის” ეთერში

„წინასაარჩევნო პერიოდს აქვს ერთი აბსოლუტური ლოგიკა, რაც უეჭველად უნდა განხორციელდეს. ანუ ჭუჭყი, რომელიც ფსკერზეა, აუცილებლად ზედაპირზე უნდა ამოვიდეს”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი საკუთარ ბლოგში – „გურიზმები” საუბრობს.

მისი თქმით, ჭუჭყის ფსკერიდან ზემოთ ამოსვლის იდეალურ მაგალითებს „მთავარი არხის” ეთერებიდან ვისმენთ.

„მაგალითად: გვარამიამ წამოჭრა ბიძინა ივანიშვილის ფსიქიკური მდგრადობის საკითხი. ასევე, მთელი კვირის გადაცემები „მთავარზე”, რასაც ეთერში ვუყურებდით, ეფუძნებოდა რაღაც საოცრებას და ზუსტად ეგ იყო სიგიჟის მანიფესტი.

გვარამიამ, რომელიც თავადაა ფსიქიკური პათოლოგიის მანიფესტი, არსება, რომელსაც წითელი კომპოტი უჭირავს ეთერში და ემუქრება ადამიანებს, თქვენს სისხლს დავლევო – ალაპარაკდა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრთხეზე, მენტალური პრობლემა აქვს, ოჯახი უყვარსო. ხვდებით, რა აბსურდში ვართ?”, – ამბობს სულთანიშვილი.

ფილოსოფოსი მიხეილ სააკაშვილის ფსიკურ პრობლემებსა და „მთავარი არხის” ეთერიდან წამოსულ აგრესიაზე საუბრობს.

„ეს ტრიადული სისტემა – სააკაშვილი გვარამია გაბუნია, სიგიჟის იერარქიული ჯაჭვი, საკუთარი ტელევიზიიდან საუბრობენ სხვის სიგიჟეზე. ეს დაახლოებით იგივეა, ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდას მკვლელმა, ტერორისტმა, ბრეივიკმა რომ დაგმოს ძალადობა”, – ამბობს ავტორი.

სულთანიშვილი ბიძინა ივანიშვილსა და „ნაცებს” შორის განსხვავებებს გვაჩვენებს. მისი თქმით, „ნაცები” ქვეყანას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი  „პირიქით” – კერძოს საზოგადოდ აქცევს.

„ბიძინა ყიდულობს, აკეთებს და ჩუქნის სახელმწიფოს. ასე მოხდა, მაგალითდ: „ბლექ სი არენას” შემთხვევაში, ჟიღაურას შემთხვევაში, ასე მოხდა „ციცინათელას” შემთხვევაში, ასე მოხდება იპოდრომზე და ასე მოხდა გუშინაც გორში. როდესაც შევარდნაძის დროს უშნოდ პრივატიზებული, მერე მიშასა და ოქრუაშვილის მიერ წართმეული და მათ მიერვე კვლავ, შავ-ბნელ გასხვისებული საჯარო, საზოგადო საკუთრება გამოისყიდა, დამშვენებულს უბრუნებს შემდეგ ქვეყანას და ხალხს. ეს არის მისი ხელწერა, თუგინდ მეთოდი, როგორც გინდათ, ისე დავარქვათ”, – აღნიშნავს ავტორი.

მისი თქმით, ყოველივე ამის ფონზე, „ნაცები” ბიძინას ქველმოქმედებას მაინც ,ძარცვას,, ეძახიან, საკუთარ მძარცველობას კი – “აღმშენებლობასა და ხალხზე ზრუნვას”.

სულთანიშვილის თქმით, ამას „დეფორმირებული სინდისი” და ფსიქიკური „აჭრილობის” განსაკუთრებული ფორმა ჰქვია.

გური სულთანიშვილი დასძენს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა „ნაცებს” ხალხზე ბოროტების კეთების საშუალება ჩამოართვა.

„სიგიჟის ერთ-ერთი ნიშანიც ეგაა, როდესაც შენ შენს საკუთარ თავზე ვერ აგებ პასუხს და ვერ ხვდები, რა არის შენთვის კარგი და ცუდი, ამიტომ, ეს სხვამ უნდა გადაგიწყვიტოს, რათა არ დააზიანო საკუთარი თავი და თავს რამე არ მოუწიო”, – აღნიშნავს ფილოსოფოსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები