ფილადელფიაში პოლიციამ ფერადკანიანი მამაკაცი მოკლა – ქალაქში არეულობაა, ხალხი მაღაზიებს არბევს

აშშ-ის, მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე ქალაქ ფილადელფიაში არეულობაა, ხალხი მაღაზიებს არბევს.

აღნიშნულს წინ ორი პოლიციელის მიერ 27 წლის ფერადკანიანის,  უოლტერ უოლესს-უმცროსის მკვლელობა უძღოდა.

The Philadelphia Inquirer-ის ინფორმაციით, უოლეს-უმცროსმა, რომელსაც, სავარაუდოდ, დანა ეჭირა, სამართალდამცველებთან მიახლოება სცადა, პოლიციამ მას რამდენჯერმე მიმართა დანის დაგდების მოთხოვნით, თუმცა, კაცი მათ მოწოდებას არ დაემორჩილა. ამ დროს ძალოვანებმა მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ამის მერე ქალაქის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი საპოლიციო მანქანაა დამწვარი, რამდენიმე სამარათალდამცველი დაშავებულია, რადგან მათ ქვები და სხვა მძიმე ნივთები ესროლეს. ერთ-ერთი პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ მოხდა, რაც მას სატვირთომ გადაუარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები