გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ენუქიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა, მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია. მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს ენუქიძე.