მებაჟე ოფიცრებმა ,,წითელ ხიდზე,, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი” ავტომანქანაში რომელსაც საქართველოს მოქალაქე მ.კ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ​საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3815 ლარის ოდენობით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები