რუსთავში დღეს მოულოდნელად გარდაცვლილმა ახალგაზრდამ კოვიდდაწესებულება გუშინ დატოვა

რუსთავში 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა “კოვიდ-19-ის” მატარებელი იყო, მას ვირუსი უსიმპტომოდ განუვითარდა და კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ეზოში გონება დაკარგა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები