ზვიად ციკოლიას მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს

ქართველი ბიზნესმენისა და მსოფლიოში ცნობილი საათების დიზაინის შემქმნელის, ზვიად ციკოლიას საათების მაღაზია გაქურდეს.
ფაქტის ამსახველ კადრებს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

„თქვენი უცხოელი „ღმერთებისა“ და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც…! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს?“, – წერს ზვიად ციკოლია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები