ნათია მეზვრიშვილი: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.
„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით სამსახურში. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ, რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია. ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება“ , – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები