მაიკ პომპეო დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას.

თავდაპირველად, პომპეო აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯეიჰუნ ბაირამოვს თბილისის დროით 17:30-ზე შეხვდება, ხოლო ამის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან 18:30 საათზე გამართავს მოლაპარაკებას.

შეხვედრების შემდეგ დიპლომატების მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება წინასწარ დაგეგმილი არ არის.

პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – სერგეი რიაბკოვიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები