ვახტანგ გომელაური: ბევრი პოლიტიკოსი, ასევე ექსპერტი ამბობს, რომ საპოლიციო მოქმედებები ასეთი არ შეიძლება იყოს, ეს წესები მსოფლიოშია დადგენილი, საქართველოს არ მოუგონია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა.

„ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოდის, ასევე, ექსპერტები, რომლებსაც შეხედულება აქვთ, რომ საპოლიციო მოქმედებები ასეთი არ შეიძლება, იყოს. ზოგადად, როდესაც მძევალი აყვანილია, ამას აქვს თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები და არ არის არც საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის, არამედ ეს არის სტანდარტები. არის ა,ბ,ც საფეხურები, დაწყება, შესვლა-არშესვლა, ვთქვათ, ბოროტმოქმედისთვის იმის მიცემა, რასაც ითხოვს, ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ და ახალი არაფერი გამოგვიგონია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები