ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, „გაქცეული პრეზიდენტის” წამოცდენა დავით გარეჯისა და 70-80 მილიონის თემაზე მალე აღიარების სერიის გაგრძელებაში გადაიზრდება
„პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკში მოხმდარ თავდასხმას.
მისი თქმით, სამართალდამცველების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება ადამიანია.
„სამართალდამცავი სისტემისა და პოლიციელების პროფესიონალიზმის დამსახურებით, 43 მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია, ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება და ეს ოპერაციაც ჩატარდეს მაღალპროფესიონალურად, დანაკარგის გარეშე. აუცილებლია, დადგინდეს დანაშაულის მოტივი და შესაძლო დამკვეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში”, – აღნიშნავს ბოჟაძე.