იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან

“საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი მიზეზით არიან.

„ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ისინი ბევრი მიზეზით არიან მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, მათ შორის, მათ მიერ ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილის გამო. ასევე, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან კონსულტაციების გამართვა და მათი მოსმენა „NATO-2030 პროცესის“ მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანმა პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გამართა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები