ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
“1998 წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ლაგოდეხის საავადმყოფოდან შემოვიდა. დაიწყო დაუყოვნებლივ საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.