“კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ახალგაზრდაა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაცინტიდან უმეტესობა ხანდაზმულია. თუმა, მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა და მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური შეფასება.

„სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად, არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ ირჩევა თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები