აკაკი ზოიძე: საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება.

მისი თქმით, თუ ვიტყვით, რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს.

„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ, როგორც საზოგადოებამ, ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ, დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2-ან მინიმუმ 1-მეტრიან ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

თუ არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით, რომ ან კორონა არ არსებობს ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულებისა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება. მე დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი, სამწუხაროდ, არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა”, – აღნიშნა ზოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები