კახა კალაძე: ნინო წილოსანთან კონტაქტი მქონდა ყველა რეგულაციის დაცვით, თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრთან, ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა – რეგულაციების დაცვით.
კალაძის თქმითვე, თავის დაზღვევის მიზნით კორონავირუსზე ტესტი უკვე გაიკეთა.
„ნინოსთან მქონდა კონტაქტი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციის დაცვით. მასთან პირბადის გარეშე არ მქონია კონტაქტი, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.