მარინა ენდელაძე: ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, თავსდება ჰოსპიტალში, არსებობს საკმარისი საწოლები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, არ სმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, ადამიანებს დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფო ადგილზე ვერ მივიდა ან პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში ვერ გადაიყვანა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, სტაციონარში თავსდება.

„მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. ვფიქრობ, ყველა პაციენტი, ჯერჯერობით, კმაყოფილდება. ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე პირადად ასეთი შემთხვევა არ ვიცი. არსებობს საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 68 პაციენტი მკურნალობს.

“გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადამოკიდებულებითა და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები