მარინა ენდელაძე: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.
ენდელაძის თქმითვე, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა.