კორონავირუსით გარდაცვლილი რვა პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი რვა პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა.
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა.
„გარდაცვლილია 71 წლის ქალი. ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შემოიყვანეს. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”,-განაცხადა სარიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 136 პაციენტია გარდაცვლილი.