მარინა ენდელაძე: თბილისელებს და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმებიც
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირდება.
ენდელაძემ, მოსახლეობას რეგულაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“შემთხვევების მატება რეკომენდაციების არდაცვას უკავშირდება. თბილისელებს და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმებიც. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა”,- აღნიშნა ენდელაძემ.