თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით ამჟამად თბილისი ლიდერობს.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა აჭარაშიც.
“ამჟამად უკვე თბილისი ლიდერობს, 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაშიც მოიმატა და 343 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, იმერეთში 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში 45, შიდა ქართლში 37, ქვემო ქართლში 39, გურიაში 18, სამცხე-ჯავახეთში 14, მცხეთა-მთიანეთში 13 და კახეთში 11”,- განაცხადა ენდელაძემ.