დღეიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

შეზღუდვის დაწესება ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მათი ძირითადი სტრატეგია სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი.

„იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეზღუდვებს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები