ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება
„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება.
„ლოდინის რეჟიმი არა მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, დაელოდოს ბრიგადას იმისთვის, რომ მას გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც, სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ – უზრუნველვყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში“, – განაცხდა ტიკარაძემ.