მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 70-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.
„საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. გვყავს მძიმე პაციენტებიც, ასევე, ინფიცირებულები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. თუმცა, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე პაციენტი არ გვყავს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.