მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში ფიქსირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 4 პაციენტს შორის 87 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცია.
მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში ფიქსირდება.
„4 გარდაცვლილიდან ვიცი ორის მონაცემები. 87 წლის ქალბატონია და 65 წლის მამაკაცი აჭარაში, ხოლო დანარჩენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.