ლაშა დარსალია: დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა

“მასალები, რაც ჩვენ დავით ხიდაშელმა გადმოგვცა, არის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სანდო”, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სანდოა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ მოწოდებული მასალები იქედან გამომდინარე, რომ ის რუსეთში საქმიანობდა.

მისივე განცხადებით, მასალები მოძიებული იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქივიდან და მათი ავთენტურობა დადასტურებულია.

„მასალები მოძიებულ იქნა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა არქივიდან და მათი ავთენტურობა დადასტურებულია. კომისიაში ხიდაშელი ჩართული არ იყო. მაგ მომენტამდე, რომელზეც თქვენ ამბობთ, ბატონ ხიდაშელს არ შევხვედრივარ, თუმცა, ვხვდებოდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მოუწოდებია ბევრი მასალა. ყველა მასალას, რომელიც ღირებულია კომისიისთვის, განვიხილავთ, ჩვენთვის საინტერესოა. მასალები მოძიებული იყო ამერიკული, ფრანგული, შვეიცარიული და ბევრი სხვა ქვეყნის არქივიდან. ეს მასალები ავთენტურია და დადასტურებულია ექსპერტების მიერ. სანამ მასალებს მოიტანდა, ამ ეტაპამდე ბატონ ხიდაშელს არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც მასალები მოიტანა, რა თქმა უნდა, ჰაერზე ხომ არ მომცემდა? – ფიზიკურად გადმოგვცა კომისიას. ეს მასალები აბსოლუტურად სანდოა, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. მისი თქმით, მან სამშობლოს ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები