ილია მეორე: ღმერთი მოწყალეა, რწმენა და სიყვარული გადაარჩენს საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას რწმენასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება.
„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა, ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ, რწმენა და სიყვარული, დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, დღეს, 14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები