ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, როგორც პროფესიული, ისე – საყოფაცხოვრებო

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

ასევე, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 362 სიმპტომიანი პაციენტია.

„680 შემთხვევიდან 362 სწორედ სიმპტომიანი პაციენტია. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ახალინფიცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები, 167-ია მათი რაოდენობა. ამიტომ, ისევ და ისევ ჩვენი მოწოდებაა, ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი მეორე დღესვე ან იმ დღესვე ჩაიტაროს.

აუცილებელია, ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება „კოვიდისთვის“ დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, უნდა მიმართოს “112”-ს. ინფიცირებულებიდან ორი გვყავდა დიალიზზე.

სამწუხაროდ, იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე  საყოფაცხოვრებო, უფრო მეტია საყოფაცხოვრებო შემთხვევები, რადგან შიდა გავრცელება ინტენსიურია. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი გვყავდა, იუსტიცია, შსს-ს ხუთი, სამი სატვირთოს მძღოლი, ასევე სხვა რისკჯგუფები 70-მდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები